00:43 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-17 14:25:09, 1826 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე მარაბდის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის რაიონში, მარაბდის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე ამჟამად, გზის საფუძველი ეწყობა, რის შემდეგაც, ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

„ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტულ პროექტს ვაკის რაიონის გამგეობა ახორციელებს. ჩვენ გაზაფხულიდან, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ, რაც რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს მარაბდის ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

„მარაბდის ქუჩაზე დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ასფალტის საფარი იცვლება. სამუშაოები დაახლოებით, ათ დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, აქ მცხოვრებ მოსახლეობას ბევრად უფრო გაუმჯობესებული გარემო ექნება, ვიდრე მანამდე ჰქონდა“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

მარაბდის ქუჩაზე სამუშაოების შედეგად, 1700 კვ.მ ფართობის გზა შეკეთდება. პროექტს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 115 000 ლარია.

მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში დაახლოებით, 100 000-მდე კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics