|
2018-02-16 17:14:47, 1662 ნახვა
საზოგადოება
საგზაო უსაფრთხოების სფეროში პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრისთვის „საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის დოკუმენტი“ მომზადდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის თანამშრომლობით, სასტუმრო „ამბასადორ კაჭრეთში" (კახეთი) პროექტის „შერჩეულ განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება" დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს. პროექტის მთავარ მიზანს საგზაო უსაფრთხოების სფეროში ბენეფიციარი ქვეყნებისთვის კრიტიკული ასპექტების და პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრისთვის საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის დოკუმენტის მომზადება წარმოადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ალბანეთის საგზაო უსაფრთხოებაში ჩართულ მხარეებს და პროექტის ექსპერტებს შორის განიხილება აღნიშნული დოკუმენტის შესაძლო გამოყენების პერსპექტივები, საგზაო უსაფრთხოების სტატისტიკასთან დაკავშირებული საკითხები (მეთოდოლოგია, მონაცემთა შეგროვება, განაწილება და გამოქვეყნება) და მათი როლი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" თანამშრომლები, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები, გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის წარმომადგენლები და მომზადებული „საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის" დოკუმენტის ავტორები. შეხვედრის გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში გაეროს ადგილობრივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მომზადებაში საქართველოს მხრიდან ასევე ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად დაეხმარება საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ჩართულ მხარეებს სფეროში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების უკეთ გაანალიზებაში და მათი შესაძლო გადაჭრის გზების იდენტიფიცირებაში, რის შედეგადაც გაუმჯობესდება დღესდღეობით არსებული მიდგომები ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტს ექნება აგრეთვე დადებითი ეფექტი ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)