|
2018-02-15 17:49:10, 1815 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალურ დირექტორ მარსელა მაქსფილდს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ფონდ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ რეგიონალურ დირექტორ მარსელა მაქსფილდთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ყოლბაიამ ოკუპირებულ აფხაზეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან და მდინარეების კალაპოტიდან დიდი რაოდენობით ინერტული მასალის გატანის შესახებ ისაუბრა, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა გარემოს და რეგიონის ეკოლოგიური ვითარება დაამძიმა. აღინიშნა სასწრაფო ზომების მიღების საჭიროება, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს და თავიდან იქნას აცილებული ეკოლოგიური კატასტროფა. „სამწუხაროა, რომ ისედაც ეკონომიკურად დასუსტებული და უკიდურესად რთულ ვითარებაში მყოფი ქართული მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მავნებელი მწერის მიერ მოსავლის თითქმის სრულად გაანადგურებით. საჭიროა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და საერთაშორისო რესურსების მობილიზაცია. მნიშვნელოვანია მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ტრეინინგებისა და სემინარების გამართვა. ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მონაწილეობით გამოსავლის მოძებნა და მავნებლის დამარცხება“, -განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრაზე აღინიშნა ამერიკული თეთრი პეპლის დამარცხების კუთხით გატარებული ღონისძიებები, რამაც ხელშესახებად დადებითი შედეგი გამოიღო. ეს მაგალითი იმედს იძლევა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაც წარმატებით დასრულდება. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით მიღწეულ წარმატებებს. ასევე ბზის გადარჩენის ისტორიულ მნიშვნელობას ქართველებისა და აფხაზებისთვის. სპეციალისტების მიერ სათბურში გამოყვანილი ათასამდე ბზის ნერგი სკოლის მოსწავლეებს დაურიგდებათ, რომელიც შემდგომში ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მიერ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გაშენდება. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ. (NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)