|
2018-02-15 17:02:30, 1391 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტასა“ და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტასა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საფოსტო საქმიანობა შეისწავლონ. „საქართველოს ფოსტა“ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დაიგეგმება და განხორციელდება შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და სხვა სასწავლო პროცესები, ასევე ფოსტა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას. „საფოსტო საქმიანობის სწავლების განახლება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს დარგის განვითარებაზე საქართველოში, შესაბამისად ქვეყანაში გვეყოლება სპეციალიზებული კადრები, რომლებიც დღეისთვის საკმაოდ დეფიციტურია. თუ გადავხედავთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს, საფოსტო ბიზნესი ერთ-ერთი მოწინავე დარგია. ეს სფერო საკმაოდ სპეციფიკურია, ვინაიდან არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმიანობით. საფოსტო საქმიანობა ავტომატურად გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები მოითხოვს შესაბამის სტანდარტებს. საქართველოში, სამწუხაროდ არ არსებობდა არცერთი სახელმძღვანელო, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა თანამედროვე საფოსტო ბიზნესის განსახორციელებლად. ამიტომ ჩვენ, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, შევქმენით რიგი სახელმძღვანელოები, რომლითაც ჩვენთან დასაქმებულებს ვასწავლით. რაც მთავარია მასალა სრულად არის მორგებული საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, აქედან მიღებული ცოდნის გამოყენებას ნებისმიერ სხვა ქვეყანაში შეძლებენ“,- განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, მემორანდუმი ძალიან მნიშველოვანია, რადგან „საქართველოს ფოსტა“ ერთ-ერთი სერიოზული დამსაქმებელია ქვეყანაში. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. მემორანდუმი რომელიც გაფორმდა საქართველოს ფოსტასთან, ბევრი სხვადასხვა მიმართულებებითაც საინტერესოა. პირველი არის ის, რომ საქართველოს ფოსტა არის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაცია და ერთ-ერთი სერიოზული დამსაქმებელი. მეორე ის, რომ ჩვენ გვინდა ფოსტასთან ერთად განვვითარდეთ. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ლევანისგან ფოსტის განვითარების ძალიან საინტერესო კონცეფცია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიაზეა დაყრდნობილი. ეს იქნება ურთიერთშეთანხმებული სასწავლო პროგრამები და შესაბამისად, ჩვენ გამოვუშვებთ კადრებს, რომლებიც მზად იქნებიან იმ სივრცეში მუშაობისთვის, რასაც საქართველოს ფოსტა ქვია“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა. „საქართველოს ფოსტა“ ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს „საქართველოს ფოსტა“ 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიაში დასაქმებულია 3000-მდე მაღალკალიფიციური კადრი და ქვეყანაში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითველება.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)