|
2018-02-15 12:20:04, 1415 ნახვა
საზოგადოება
კასპსა და ცაგერში ორ კოოპერატივს 1200 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცემა
„კასპში და ცაგერში ორ კოოპერატივს 1200 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცემა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროგრამა, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენებას გულისხმობს, მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მიგრაციის შეჩერებას. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენებას. ამ პროგრამის მიზანი გახლავთ ის, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მთიდან მიგრაცია შევაჩეროთ. სწორედ ამ მიზნით, დღეს ჩვენ გამოგვაქვს მთავრობაზე კასპისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის სათიბ-საძოვრის 25 წლიანი იჯარით გადაცემა ორი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის, რომლითაც ისარგებლებს 43 ადგილობრივი ოჯახი და მათ ჰყავთ 400-ზე მეტი სული საქონელი. ასევე, ამ ოჯახებს არ ექნებათ იმის შიში რომ ეს საძოვრები შეიძლება რაიმე კუთხით სხვა მიმართულებით გასხვისდეს და ეს იქნება დამაგრებული კონკრეტულად ამ ორ კოოპერატივზე, რათქმაუნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, ეს ასევე იქნება კოოპერაციის წამახალისებელი სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მეცხოველეობაში. ასეთი წარმატებული მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს და კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო „ბლაუენშტაინის", შვეიცარიულ-ქართული კომპანიის დადებით გამოცდილებას. ამ გამოცდილებას ჩვენ კიდევ არაერთხელ გამოვიყენებთ საქართველოში მთიანი რეგიონების მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)