|
2018-02-14 14:03:34, 3529 ნახვა
საზოგადოება
კომუნალური გადასახადები
კომუნალური გადასახადები, ნებისმიერ ჩვენგანში, არც თუ ისე პოზიტიურ დამოკიდებულებას იწვევს, თუმცა მრავალწლიანი ვალდებულებიდან გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობას გათავისებული აქვს მისი მნიშვნელობა. ამიტომ, მისი ნეგატიური მხარეც ყოველდღიურობაში, რუტინაში იკარგება. კომუნალური გადახდები მოიცავს წყლის, დენის, გაზისა და დასუფთავების გადასახადს, რომელიც მოსახლეობას პირველადი საყოფაცხოვრებო საჭიროებებით უზრუნველყოფს. ადამიანის განვითარების პროგრესთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა კომფორტსა და მრავალფეროვნებაზე, აქედან გამომდინარე, დაიხვეწა მიწოდების გზებიც. შეიქმნა სხვადასხვა, მარტივი ხერხი კომუნალურების გადასახდელად. წლების წინ, როდესაც არ არსებობდა ონლაინ გადახდები, ინტერნეტ ბანკები და ჩასარიცხი აპარატები, მომხმარებლებს კონკრეტული კომუნალური გადასახადის შესატანად, ამავე კომპანიების ოფისებში მისვლა უწევდათ. გაუთავებელი რიგები, უკმაყოფილო მომხმარებელი კიდევ უფრო ამძიმებდა ისედაც არასასურველ სიტუაციას. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ხშირად იტვირთებოდა ცხელი ხაზები: დავალიანებების, გადახდის თარიღებისა და სხვადასხვა ინფორმაციების მისაღებად. არ არსებობდა არც ერთი გზა, რომელიც კომუნალურ გადასახადებს პოზიტიურ ჭრილში მოაქცევდა. კომუნალურების გადახდა ჩარიცხვის აპარატების საშუალებით ჩასარიცხი აპარატი ისეთი ტექნოლოგიური გამოგონებაა, რომელიც სრულად მოერგო ადამიანის სურვილებსა და მოთხოვნებს. სხვა მრავალი ფუნქციის გარდა, ჩასარიცხი აპარატები ასრულებენ ბანკის ფუნქციას, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მარტივად გადაიხადოს სასურველი კომუნალური გადასახადი, სასურველ ენაზე, გასაგები მენიუს დახმარებით. წლების წინ, ჩასარიცხი აპარატების მაგივრად, მომხმარებელს უშუალოდ ბანკის რიგებში უწევდათ დგომა, აპარატებმა, კი მათი ფუნქცია ნაწილობრივ შეითავსეს და ემსახურებიან მოსახლეობას. კომუნალურების გადახდა ინტერნეტ გადახდების საშუალებით ინტერნეტ გადახდებმა მომხმარებელს ხელი შეუწყო თავიდან აეცილებინა მრავალი ჯარიმა და უსიამოვნება. ონლაინ გადახდების საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან გადაიხადოს სასურველი კომუნალური გადასახადი სწრაფად, ბანკის რიგში დგომისა ან ფიზიკური გადაადგილების გარეშე.ინტერნეტ გადახდები მოიცავს: ონლაინ გადახდების ვებ გვერდებს, სადაც ერთიანდება არა მხოლოდ კომუნალური, არამედ სხვა სასურველი ტრანზაქციებიც; ინტერნეტ-ბანკი - ეს არის ვირტუალური ბანკი, სადაც მიიღებთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას გადარიცხვებზე, ტრანზაქციებზე, ბარათებზე, სესხებზე, ანაბრებზე და ა.შ. ამასთანავე, მისი საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერ დროს გადაიხადოთ საჭირო კომუნალური გადასახადი. კომუნალურების გადახდა მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ შეგიძლიათ ვებ გვერდზე - Gadaixade.ge, რომელიც პროფესიონალური სიზუსტითა და ხარისხით უზრუნველყოფს ნებისმიერ დროსა და ადგილას გამართულად მუშაობას. Gadaixade.ge-ს მეშვეობით, შეგიძლიათ მომენტალურად შეიტანოთ თანხა ანგარიშზე რეგისტრაციისა და სხვა გაუგებარი ინსტრუქციების გარეშე.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)