|
2018-02-14 11:05:43, 1493 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის გამო, სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდებიან
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს დაავალა, დაკავებული პოზიციებიდან ის პირები გაათავისუფლოს, რომლებიც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა. „ამ ეტაპზე, არსებული გარემოებები შევისწავლეთ და აშკარაა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ხარვეზები იყო - დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს მინდა დავავალო, რომ დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც სატენდერო პროცედურებში ჩართული იყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე განხორციელდა, როდესაც ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა არსებობდა. (NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)