|
2018-02-13 13:13:20, 1703 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო ექსპერტი საქართველოს ვენახების კადასტრის შედგენაში დაეხმარება
ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამის განხორციელებაში პორტუგალიელი ექსპერტი ანა ლუჟი ჩაერთო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მხარდაჭერით, ანა ლუჟი 2018-2019 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში კონსულტანტად იმუშავებს. ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო გამოცდილებასა და ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან. კადასტრის აღიარებული სპეციალისტი ანა ლუჟი საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარების მიზნით, გასულ წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოს მოკლევადიანი ვიზიტებით სტუმრობდა. აღნიშნული საკონსულტაციო მისიები აღმოჩნდა პროდუქტიული და ტექნიკური გაუმჯობესების კუთხით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს მნიშვნელოვნად დაეხმარა ვენახების კადასტრის მიმდინარე სამუშაოების განხორციელებაში. კადასტრის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია; რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღირიცხა 886.9 ჰა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 5533,4 ჰა, თელავის მუნიციპალიტეტში 5477,9 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში 1818,2 ჰექტარი ვენახი. საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)