|
2018-02-13 13:03:32, 1886 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილებას პროკურატურაც გაასაჩივრებს
პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. სააპელაციომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. კერძოდ, მამალაძე დამნაშავედ სცნო პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში, რითაც პროკურატურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თუმცა, სახელმწიფო ბრალდება მამალაძის გასამართლებას ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ითხოვდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდების მხარე, სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში, დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, საკასაციო წესით გაასაჩივრებს: „თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 5 სექტემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც გ.მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი შ.თ.- ს განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით. სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ და შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის" გენერალურმა დირექტორმა გ.მ.-მ განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამოყენებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შ.თ.-ს მკვლელობა. 2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შ.თ.-სთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გ.მ.-მ უმოკლეს ვადაში შეიძინა შ.თ.-ს მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი"-ს შემცველი ფხვნილი. 2017 წლის 10 თებერვალს გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იგი დაკავებულ იქნა სამართალდამცველების მიერ, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი". გარდა აღნიშნულისა, გ.მ.-მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,WALTHER-PP"-ს მსგავსად კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი - 9x18 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი და საბრძოლო მასალა (ხსენებული პისტოლეტისთვის განკუთვნილი, 9 მმ კალიბრის 6 ცალი ვაზნა). 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისში, ბათუმის ქ.№5-ში მდებარე გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. შეგახსენებთ, რომ გ.მ.-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გ.მ.-სთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ სცნო შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, გ.მ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ბრალდებულ გ.მ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)