2018-02-09 18:10:14, 2195 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ნაწილ კითხვებზე ბურჭულაძისგან დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ
პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, ფონდ " იავნანას" დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძის გამოკითხვისას, გამოძიების ინტერესი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
როგორც მან საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ნაწილ კითხვებზე მისგან დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.
"რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, შეფასდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში, რის შემდეგაც გადაწყდება შემდგომი სამართლებრივი ნაბიჯები.მოწნემ გამოთქვა მზადყოფნა, თუ გამოძიებას შემდგომი ეტაპისთვის ექნება დამატებითი კითხვები, მან კვლავ გასცეს გამოძიების კითხვებს პასუხი.ასეთი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია დადგეს მოწმის განმეორებით დაკითხვის საჭიროება",-აღნიშნა პროკურორმა.
გამოძიება ფონდ "იავნანას" კუთვნილი თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს.
ავტორი: ,