|
2015-01-17 10:01:28, 1916 ნახვა
სამართალი
ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის თვდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი“-ს შიდა ქსელების სპეციალისტი, 1976 წელს დაბადებული იოსებ ნუცუბიძე და 1978 წელს დაბადებული მოქალაქე გოჩა ა. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა შემდგომი გასაღების მიზნით, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დაამზადეს ყალბი მართვის მოწმობა და მოქალაქეს 300 ევროდ მიჰყიდეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული პირები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პერიოდულად ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტებს. "სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, მოქალაქეებისათვის დამზადებული 30 ცალი სხვადასხვა სახის ყალბი დოკუმენტი, მათ შორის, მართვის მოწმობები, საზღვარგარეთის პასპორტები, საბინადრო და სადაზღვევო მოწმობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია აღნიშნული ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური ტექნიკური მოწყობილობები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)