|
2018-02-08 12:11:57, 1694 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი აუდიტორია 115-ს: თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს მითქვამს, ახლაც მოვედი და დაცვა საერთოდ არ მჭირდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს, მორიგი ინციდენტი მოხდა. იმ დროს, როცა პრემიერი უნივერსიტეტის შენობას ტოვებდა, აუდიტორია 115-ის წევრებმა დარბაზში შესვლაზე მათთვის უარის თქმა გააპროტესტეს და პრემიერი გააკრიტიკეს. "დაცვის გარეშე ვერ დადიხართ?",-მიაძახეს პრემიერს სტუდენტებმა. "ვინ ვერ დადის დაცვის გარეშე? მოდით, დავილაპარაკოთ",-გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილი და მათგან პირადად მოისმინა პროტესტის მიზეზი, რომ დარბაზში სტუდენტები არ შეუშვეს. კვირიკაშვილის თქმით, სიის შედგენა მის მიერ არ მომხდარა, მაგრამ როგორც აქვს ინფორმაცია, აუდიტორია 115-ის წარმომადგენელები ესწრებოდნენ ღონისძიებას, რაც სტუდენტებმა უარყვეს. კვირიკაშვილის განცხადებით, მას სტუდენტებთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს უთქვამს და არც დაცვა სჭირდება: "ძალიან უხერხულია.მე არასდროს თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არ მითქვამს, ახლაც მოვედი, მაშინაც მოვედი და საერთოდ არ მჭირდება დაცვა",-მიმართა აუდიტორია 115-ის წევრებს პრემიერმა. "ყოველ კომუნიკაციას თან ახლდა უფრო და უფრო ნდობის გაციება თქვენსა და ჩვენს შორის, რადგან ვიღებდით დაპირებებს, რომელსაც არ ასრულებდით. თქვენ ხართ სივრცეში, რომელიც შეიქმნა თავისუფლებისა და თანასწორობის იდეაზე და დღეს თანასწორობის ვერანაირი მაგალითი ვერ დავინახეთ.სტუდენტები იყვნენ გარეთ და თქვენ-პოლიტიკური ელიტა იყავით შიგნით ",-უპასუხეს გიორგი კვირიკაშვილს სტუდენტებმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)