10:31 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 14:06:42, 4509 ნახვა

კულტურა
ახალი კინოთეატრი და „შეშლილი მაქსის“ მსოფლიო პრემიერა

14 მაისს, 20:00 საათზე, კინოთეატრ “კავეაში” პირველი პრემიერა გაიმართება და ახალი 5 დარბაზიანი კინოთეატრი ოფიციალურად გაიხსნება.

საქართველოს კინოთეატრებიდან მსოფლიო პრემიერას მხოლოდ “კავეა” შეუერთდება და “მედ მაქსის” ჩვენება, მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე, საგანგებოდ პრემიერისთვის მომზადებული შთამბეჭდავი დეკორაციების თანხლებით გაიმართება.

ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰარტი და შარლიზ ტერონი ასრულებენ. მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ტრილერის რეჟისორი ოსკაროსანი ჯორჯ მილერია და მისი ნახვის შესაძლებლობა 3D ფორმატშია შესაძლებელი. თბილისი მოლში (მე-3 სართულზე) ახალი, თანამედროვე 5 დარბაზიანი კინოთეატრი “კავეა”აღჭურვილია ხმის და გამოსახულების (პროექციის) ულტრათანამედროვე სისტემით/აპარატურით, რაც განაპირობებს კინოჩვენებების საუკეთესო ხარისხს. “კავეაში“ კინომოყვარულებისთვის ფილმების ყველაზე დიდი არჩევანი იქნება. მხოლოდ 2015 წელს 20 მსოფლიო პრემიერა იგეგმება, როგორც ჰოლივუდის ბლოკბასტერები და თანამედროვე საავტორო/დამოუკიდებელი ფილმები. “კავეას” 5 დარბაზი 753 მაყურებელზეა გათვლილი. კინოჩვენებები ყოველდღე - დღის 12 სთ-დან ღამის 10 საათის ჩათვლით გამიართება.

მნიშვნელოვანია, რომ „კავეაში“ მოსულ მაყურებელს პარკინგის პრობლემა არ შეექმნება, ვიინაიდან „თბილისი მოლში“, სადაც ახალი კინოთეატრი მდებარეობს, 2700 მანქანაზე გათვლილი უფასო და კომფორტული პარკინგია. კომპანია “CAVEA CINEMA” 2015 წელს კიდევ ერთი ახალი კინოთეატრის (CAVEA IMAX) გახსნას გეგმავს თბილისში, ხოლო 2016 წელს 2 ულტრატანამედროვე კინოთეატრის გახსნაა დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics