2018-02-07 13:05:42, 1935 ნახვა
სამართალი
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თავდამსხმელი დოდო გუგეშაშვილის ოჯახს იცნობდა
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თავდამსხმელი დოდო გუგეშაშვილის ოჯახს იცნობდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
„პირველადი ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენსა და დოდო გოგუშეშვილის ოჯახს ნაცნობობა აკავშირებდა“, - აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორი: ,