|
2018-02-04 13:58:48, 2088 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ხშირად მწუხარება თრგუნავს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ღვთის იმედი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში მრევლს მიმართა და მათ ღვთისკენ მიმავალ გზაზე სიარულისკენ მოუწოდა. უწმინდესმა ხალხს ბედნიერი აღდგომის გათენება უსურვა: „ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ხშირად მწუხარება თრგუნავს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი, ადამიანმა მუდამ უნდა იქონიოს იმედი ღვთისა. მაცხოვარი ამბობს, მე გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა იპოვოს თავისი გზა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა არის ის გზა, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთისკენ და ეკლესია არის კარიბჭე სასუფეველისა, ღმერთმა ძალა მოგვცეს და მადლი მოგვცეს, რომ ვიპოვოთ ეს ჭეშმარიტი გზა. დალოცვილი იყავით. მოგვიახლოვდა დიდი მარხვა და ამით გვიახლოვდება დიდი მარხვის შემდეგ აღდგომის ზეიმი. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს უფალმა. არ უნდა დავკარგოთ იმედი", - ბრძანა ილია მეორემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)