|
2018-02-02 17:38:46, 2031 ნახვა
სამართალი
ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
ე.წ. წითელ ბაღში, არასრულწლოვნების დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მოზარდს ბრალი წარედგინა. არსებული ინფორმაციით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს. შეგახსენებთ, 31 იანვარს ყაზბეგის გამზირზე, "წითელ ბაღში" #35-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. მოზარდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ისინი მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებენ. ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატის ინფორმაციით, არასრულწლოვნებს შორის სისხლიანი გარჩევა სკოლის ბანკეტს უკავშირდება. მისივე თქმით, 35-ე სკოლის სამი მოსწავლე 1-ელი ექსპერიმენტული სკოლის ბანკეტზე დაპატიჟეს, რასაც ამავე სკოლის მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის უკმაყოფილება მოჰყვა. ყოფილი თანაკლასელები ვითარების გასარკვევად ე.წ. წითელ ბაღში შეიკრიბნენ, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 2000 წელს დაბადებული ა.ნ. გუშინ დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)