|
2018-02-01 18:16:55, 3996 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა
თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკის თანახმად, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა. შესაბამისი სტატისტიკა EASO-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული ამავე სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რიცხვი 43%-ითაა შემცირებული. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2017 წელს საერთო ჯამში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი 706 913 ათასმა უცხოელმა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად თავშესაფარს სირიის, ერაყის, ავღანეთისა და ნიგერიის მოქალააქეები ითხოვენ. ათეულში, ხსენებული 4 ქვეყნის გარდა, ასევე შედიან: პაკისტანი, ერიტრეა, ალბანეთი, ბანგლადეში, გვინეა და ირანი. EASO-ს ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებელტა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა: ვენესუელაში (158%), თურქეთში (45%) და საქართველოში (35%).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)