|
2018-02-01 15:55:10, 2176 ნახვა
ეკონომიკა
ცვლილება პაშა ბანკის მენეჯმენტში
2018 წლის 1 თებერვლიდან ძალაში შედის ცვლილება პაშა ბანკის მენეჯმენტში - სს „პაშა ბანკ საქართველოს“ ახალი გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - არდა იუსუფ არკუნი უხელმძღვანელებს. არდა არკუნმა 1998 წელს დაამთავრა ჰამილტონის კოლეჯი (ნიუ იორკი) ეკონომიკის და მათემატიკის მაგისტრის ორმაგი ხარისხით. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე 1998 წელს მან JP Morgan-ში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი კარიერა განაგრძო დიდ ბრიტანეთში და რუმინეთში ბიზნესის განვითარების და სტრატეგიული მრჩევლის პოზიციებზე. 2010 წელს არდა არკუნმა ბაქოში განაგრძო კარიერა Capital Resources Advisors-ში სტრატეგიის და ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიციაზე. ამავდროულად ის იყო კომპანიების Nar Mobile, B&B TV და Aimroc დირექტორთა საბჭოს წევრი. 2014 წელს არდა არკუნი დაინიშნა უმსხვილესი აზერბაიჯანული სამთო-მომპოვებელი კომპანიის Aimroc გენერალურ დირექტორად. 2017 წელს მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა Aimroc-ის შესყიდვა კომპანია Azergold-ის მიერ. 2017 წლის აგვისტოში არდა არკუნმა პაშა ჰოლდინგში დაიკავა მრჩევლის პოზიცია. “პაშა ბანკი მომგებიან კორპორატიულ საბანკო ბიზნესად ჩამოყალიბდა შაჰინ მამადოვის მმართველობის პერიოდში. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას; კვალიფიციური თანამშრომლების და ახალი ტექნოლოგიების ჩართვით მომხმარებელს შევთავაზებთ ხარისხიან საბანკო პროდუქტებს და მომსახურებას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კლიენტებისთვის სასურველ პარტნიორებად დავრჩებით და აზერბაიჯანიდან ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ბაზრებიდან დაფინანსების იაფი წყაროების მოზიდვით ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში”, - აცხადებს არდა არკუნი, პაშა ბანკის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. შაჰინ მამადოვი, პაშა ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დაწინაურდა და ის პაშა ჰოლდინგში განაგრძობს საქმიანობას ბიზნესის განვითარების მიმართულებით დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)