|
2018-01-31 19:03:57, 2038 ნახვა
საზოგადოება
პედიატრი ერთ-ერთ ბაგა-ბაღში ბავშვების ინტოქსიკაციის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებს
ბაგა-ბაღი „იმედის“ სამი აღსაზრდელიდან საავადმყოფოში მკურნალობას ორი აგრძელებს. როგორც პედიატრმა თამარ გაბრიჩიძემ აღნიშნა, ერთი ბავშვი საავდმყოფოდან უკვე გაწერეს. „მოიყვანეს საბავშვო ბაღიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარებით. დიაგნოზი იყო გულისრევა, პირღებინება. ანალოგიური დიაგნოზი დასტურდება ჩვენთან. მიდის დახმარება ინფუზიის თვალსაზრისით. გადასხმა უტარდებათ ახლა, სისხლის საერთო ანალიზი გაკეთდა. მაგრამ იმის დიაგნოსტირება, რომ ეს არის კვებითი ფაქტორი, თითქოს მუსირებს, რომ ეს იყო ბანანი ბაღში მიღებული, ამას ჩვენ ვერ ვადასტურებთ“, - განაცხადა გაბრიჩიძემ. ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ 5 აღსაზრდელი შეუძლოდ გახდა, აქედან 3 ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება. მათივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ბავშვების შეუძლოდ ყოფნის მიზეზი - ვირუსული ინფექცია, თუ საკვებით ინტოქსიკაცია. საკვების სინჯები ლაბორატორიულ შემოწმებაზე უკვე გადაგზავნილია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)