17:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 14:49:18, 1538 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ვფიქრობთ, სააპელაციო სასამართლო მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნობს

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე საკუთარ დასკვნით სიტყვაში რაიმე ახალს გააჟღერებს. მისივე თქმით, ადვოკატების არგუმენტაცია პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა და სააპელაციო სასამართლოს შემთხვევაშიც ასე მოხდება:

 "დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე იტყვის თავის დასკვნით სიტყვას, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ისინი რაიმე სიახლეა ან არგუმენტირებულს იტყვიან. მათი პოზიცია და მათი არგუმენტები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. როგორც მოგეხსენებათ, უსაფუძვლობის გამო, მათი არგუმენტაცია პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა საერთოდ და მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი დასკვნითი სიტყვით ჩვენ გავეცით სრულყოფილად ყველა შეკითხვას პასუხი და სააპელაციო სასამართლო შესაბამისად გამოიტანს ერთადერთ კანონიერ გადაწყვეტილებას და გიორგი მამალაძეს სცნობს დამნაშავედ ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებაში-განაცხადა გუბელაძემ.

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. ასევე სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარსდგება მსჯავრდებული გიორგი მამალაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics