|
2018-01-31 10:47:06, 1670 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ მოადგილეებს მუნიციპალური პროექტების შესრულების ხარისხის მიმართულებით, მუშაობის დაჩქარება სთხოვა
მუნიციპალური პროექტების დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალური პროექტების ხარისხის კონტროლი უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი მწვავე საკითხია. „ფაქტია, რომ დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, რომლის ნათელი მაგალითია, როგორც გუშინ მომხდარი შემთხვევა, ისე ის კონკრეტული პროექტები, რომლებიც ჩვენ დავათვალიერეთ. მაგალითად, მუხიანის სპორტკომპლექსი, ბაღები და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით გარკვეული ცვლილებებია საჭირო, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. „ვიცი, რომ მოადგილეებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა. უბრალოდ, მინდა გთხოვოთ, რომ დავაჩქაროთ და 10 დღეში, ორ კვირაში უკვე წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი ეფექტური იყოს და კონტროლიც ამავდროულად, ეფექტური იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დედაქალაქს ისეთი მოდელი და სისტემა სჭირდება, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი უმაღლეს დონეზე, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გზით მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)