17:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 14:51:36, 1857 ნახვა

სამართალი
რუსეთში ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილ მონიავა დააკავეს

რუსეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილ მონიავა დააკავეს, - ამის შესახებ Tltgorod იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მონიავა სამარის ოლქის სოფელ პოდსტეპკებში დააკავეს. ის იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც სანომრე ნიშნების გარეშე მოძრაობდა.

ავტომობილის დათვალიერების დროს მონიავას სავარძლის ქვეშ სამართალდამცველებმა РГД-5-ის ტიპის ყუმბარა და ხელყუმბარის ფალია (УЗРГМ-77-58) აღმოაჩინეს. ადგილობრივმა პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე “საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და გადაზიდვის” მუხლით აღძრა. 

ცნობისთვის, ვასილ მონიავა, იგივე “ვასო” 1956 წელს ქალაქ ხონში დაიბადა. 1976 წელს ის ე.წ. კანონიერ ქურდად "მონათლეს". საერთო ჯამში საპატიმრო დაწესებულებებში დაახლოებით 20 წელი გაატარა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics