|
2018-01-30 13:16:30, 1935 ნახვა
საზოგადოება
„ვარკეთილში“ დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და მერია დაფარავს
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებული მოქალაქეები მოინახულა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან მოთავსებული. დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს. „დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. მკურნალობის ყველა ხარჯს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია აანაზღაურებს. მინდა, თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა ვუსურვო. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი თავდაპირველად, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ იმყოფებოდა, სადაც მეტროს ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)