|
2018-01-30 12:49:24, 1851 ნახვა
საზოგადოება
მეტრო „ვარკეთილში“ დაშავებული 4 პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი - 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა
მეტროსაგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 4 პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ექსპრესნიუსს" კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმა. "ჩვენთან 4 დაშავებული მოქალაქე გადმოიყვანეს. ამ ეტაპზე 2 მათგანის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმა", - აცხადებენ პრესსამსახურში. ექიმის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "შემოსვლისას გამოხატულია თავის ტვინის, გულ-მკერდის, წელის და ქვედა კიდურის ტრამვები. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები, უტარდებათ სათანადო გამოკვლევა. ამ ეტაპზე არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ. შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. ინციდენტის ადგილზე ასევე ქალაქის მერი კახა კალაძე და სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე მივიდნენ. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)