|
2018-01-28 19:00:05, 2082 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობდა გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მე-2 სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მსროლელის ბ.რ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე. 2017 წლის 28 ოქტომბერს დ.ჯ.-ს წარედგინა ბრალდება ბ. რ.-ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ბრალდებულ დ.ჯ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს არსებითი განხილვა. რაც შეეხება გარდაცვლილი ბ.რ-ს ოჯახის წევრებს, აღნიშნულ საქმეში ისინი დაზარალებულად არიან ცნობილი და სრულად იცნობენ საქმეში არსებულ მასალებს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის წარმომადგენლებს მათთან არაერთხელ ჰქონდათ შეხვედრა, თუმცა არცერთი შეხვედრის დროს დაზარალებულებს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი და ფოტო-ვიდეო მასალა არ წარმოუდგენიათ. გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, პროკურატურის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა კომუნიკაცია ბ.რ.-ს ოჯახის წევრებთან და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატთან. მათ მოითხოვეს შეხვედრის გადადება და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)