16:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 20:34:01, 2541 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ანატოლი ბერძენიშვილს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ანატოლი ბერძენიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა ბერძენიშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სხდომა მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ბრალს არ  აღიარებს და ამ  დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე  დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

„დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად,ახმედ ჩატაევს და  მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში“,-აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საერთო ჯამში, ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებისთვის  ანატოლი ბერძენიშვილის გარდა, სხვადასხვა დროს რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ დუდაევი არიან დაკავებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics