16:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 16:38:09, 2148 ნახვა

სამართალი
სასამართლოს შენობის მინის ჩამტვრევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული, ხოლო სასამართლოს შენობის მინის ჩამტვრევის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

„სასამართლოს ეზოში დაკავებულია 2 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა). ასევე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მინის ჩამტვრევის ფაქტზე“, - აცხადებენ შსს-ში.

გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ განაჩენის გამოტანის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics