|
2018-01-19 11:45:16, 2501 ნახვა
საზოგადოება
Human Rights Watch: 2017 წელს საქართველოში ლგბტ თემის უფლებები პრობლემური იყო
საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია 2017 წელს ლგბტ ადამიანების უფლებების შესახებ. ასევე საუბარია კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის შეცვლის საკითხზე, 17 მაისის აქციაზე, ბათუმში ლგბტ პირებზე თავდასხმის ფაქტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც გეი და ბისექსუალ კაცებს სისხლის დონაციას უკრძალავს. „ახალი კონსტიტუციით ქორწინება განისაზღვრა როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. ამ განსაზღვრებამ გაამყარა სამოქალაქო კოდექსში წლების განმავლობაში არსებული განსაზღვრება. უფლებადამცველი ორგანიზაციები შიშობდნენ, რომ კონსტიტუციის მეშვეობით ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების ბარიერის გამყარება კიდევ უფრო გააძლიერებდა ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიას. ვენეციის კომისიის განცხადებით, კონსტიტუციის ეს მუხლი „არ უნდა განიმარტოს ისე, რომ გამორიცხოს ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის კავშირი“. კომისიამ მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს ერთსა და იმავე სქესის პარტნიორებს შორის ურთიერთობის სამართლებრივად აღიარება. მაისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გეი უფლებების დამცველ აქტივისტთა და მხარდამჭერთა მცირერიცხოვანი ჯგუფი თბილისში მთავრობის მთავარი შენობის წინ შეიკრიბა გაძლიერებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობებში. კონტრდემონსტრანტებისგან ამ ჯგუფის დასაცავად პოლიციამ ბარიერები აღმართა, აქტივისტები წინასწარ ორ ადგილას შეკრიბა და აქციაზე მათი მიყვანა და იქიდან წამოყვანა მუნიციპალური ავტობუსებით დაცვის თანხლებით უზრუნველყო“, – ნათქვამია განცხადებაში. ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ აგვისტოში, ბათუმში, სამ ტრანსგენდერ ქალსა და ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობის“ ორ აქტივისტს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და აქტივისტებს ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს დაზიანებები მიაყენეს, ”ხოლო იქვე მდგომმა პოლიციელებმა არაფერი გააკეთეს თავდამსხმელთა შესაჩერებლად”. აღნიშნულ ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაცია Human rights watch- ის საქართველოს წარმომადგენლობამ გაავრცელა.
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)