23:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 12:56:32, 1935 ნახვა

კომენტარი
გიორგი ჭანტურიას და: იმედი გვაქვს, რომ სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას განცხადებით, ოჯახს იმედი აქვს, რომ სამართალდამცველი ორგანოები მის ძმასთან მიმართებაში სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ამასთან, მარიამ ჭანტურიამ აღნიშნა, რომ სხვა განცხადებების გაკეთებისგან ის თავს შეიკავებს.

"ველოდებით, დიდი იმედი გვაქვს და არ ვერევით სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში. იმედი გვაქვს, რომ სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მამაჩემი თავის პოზიციას 18:00 საათის შემდეგ დააფიქსირებს, ბრალის წარდგენის შემდეგ, თუ რა თქმა უნდა მოხდება ბრალის წარდგენა", - განაცხადა დაკავებულის დამ.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, გუშინ დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. ჭანტურიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით  აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics