|
2018-01-17 20:18:05, 2160 ნახვა
საზოგადოება
პაატა იმნაძე: ადამიანებს ერთი თვე უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით
„ჩვენ ადამიანებს ერთი თვე უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით“,-ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას. „ნახევარი მსოფლიო იცრება ვაქცინებით, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. ჩვენ უბრალოდ პრეკვალიფიკაციას ვანიჭებთ უპირატესობას იმიტომ რომ ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ასე ვთქვათ უმაღლესი ხარისხის გარანტია. ჩვენ ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით ერთი თვე, იმიტომ რომ მოკვდებოდა ადამიანი ცოფისგან თუ ცოფის ვაქცინას არ გავუკეთებდით. აქედან გამომდინარე, სანამ ახალი არ შემოვიტანეთ, ეს ვაქცინა გავაგრძელეთ და უმოკლეს ვადაში ახალი შემოვიტანეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვაქცინა არ ვარგოდა. უბრალოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქარხანას მოუხსნა პრეკვალიფიკაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)