|
2018-01-16 11:59:08, 2143 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ინფორმაციას ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით იღებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების პირველი წყარო ტელევიზიაა. მეორე ადგილზე 21%-ით ინტერნეტია, გამოკითხულთა 2-2% ინფორმაციას ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან და მეგობრებისგან იღებს, 1%-გაზეთებსა და ჟურნალებს ეცნობა, 1% რადიოსგან იღებს ინფორმაციას, ასევე 1% თანამშრომლებისგან. გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან იღებს. NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინეს.მეორე ნაწილს კი ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)