|
2018-01-16 11:45:23, 2050 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 46-46% „იმედს“ და „რუსთავი2“-ს ენდობა, საზმაუს კი 9% უცხადებს ნდობას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 46-46% ამბობს, რომ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ყველაზე მეტად რუსთავი2-სა და "იმედს" ენდობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მაჩვენებელი ნდობის რეიტინგში მხოლოდ 9%-ია. გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 19% აცხადებს, რომ არც ერთს ენდობა. რაც შეეხება სხვა ტელევიზიებს, ტელეკომპანია პირველს გამოკითხულთა 4% ენდობა, მაესტროს-3%, რუსეთის პირველ არხს- 3%, ობიექტივს-3%, აჭარა ტვ-2%, ჯი-დი-ეს-2%, პალიტრა ტვ-2%, დანარჩენ ტელევიზიებს ნდობის რეიტინგში 2%-ზე ნაკლები მაჩვენებელი აქვთ. NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინეს.მეორე ნაწილს კი ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ. კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)