|
2018-01-16 10:22:42, 2109 ნახვა
სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ასპინძის, ახალქალაქის და ახალციხის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა - 1990 წელს დაბადებულმა რ.ო.-მ, 1967 წელს დაბადებულმა გ.ტ.-მ, 1980 წელს დაბადებულმა ო.კ.-მ და 1977 წელს დაბადებულმა ს.ვ.-მ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან. „სულ ჩაბარებულია: „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, 3 პისტოლეტი, სხვადასხვა კალიბრის 427 საბრძოლო ვაზნა, 20 ხელყუმბარა, 4 ყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ტროტილის 2 კოჭა და ტყვიის მაგვარი 4 საგანი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)