|
2018-01-15 14:09:14, 1926 ნახვა
საზოგადოება
მერია მუნიციპალური სერვისების მიწოდებას ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს
თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება და მისი ერთ სივრცეში მოქცევა იგეგმება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. ამ მიზნით, მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულიდან და გამგეობებიდან გამოიყოფა აღნიშნული ფუნქცია და მისი ცენტრალიზება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მოხდება. “შესაბამისი სამსახურები და განყოფილებები აქვს როგორც მერიას, ისე ათივე გამგეობას, არქიტექტურის სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს. რეფორმის ფარგლებში ეს ფუნქციები და ის პერსონალი, რომელიც ამ სერვისებს ახორციელებს, გაერთიანდება ერთ ორგანიზაციაში. ეს არის მუნიციპალური სერვისების განვითარების სამსახური -არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დღეს უკვე არსებობს. ამ რეფორმის მიზანი არის მომსახურების ერთიანი, მაღალი სტანდარტის დანერგვა, „ერთი სარკმლის“ პრინციპით მომსახურება და რაც ყველაზე მთავარია, მომსახურების ცენტრალიზება. აქამდე, რაიონული გამგეობის მომსახურე პერსონალის კომპეტენცია, მათი მომსახურების სფერო ვრცელდებოდა მხოლოდ რაიონული მასშტაბით. რეფორმის შემდეგ, ყველა ეს თანამშრომელი მომსახურებას გასწევენ არა რაიონული, არამედ მუნიციპალური მასშტაბით, ანუ, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ გადაადგილება შორ მანძილზე, შეძლებენ ნებისმიერ გამგეობაში და ნებისმიერი მომსახურების ცენტრში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიიღონ მუნიციპალური სერვისები“ - განმარტა თბილისის ვიცე-მერმა. (NS)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)