|
2018-01-14 10:56:01, 2300 ნახვა
საზოგადოება
დედაენის ბაღში საახალწლო კონცერტი გაიმართა
თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში მოქმედ საახალწლო ქალაქში სტეფანეს კონცერტი გაიმართა. კონცერტს თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა მოსახლეობას ძველით ახალი წელი მიულოცა. „მინდა, რომ 2018 წელი იყოს წარმატების წელი თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, იმ სურვილების ასრულების წელი, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი საახალწლოდ იფიქრებს ხოლმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის განწყობა რომელიც ახალი წლის დღეებში იყო, შეგინარჩუნოთ, ოღონდ არა კონცერტებითა და თეატრალური სპექტაკლებით, არამედ ჩვენი გაკეთებული საქმეებით, იმ პროექტებით, რომლის განხორციელებასაც 2018 წელს ვაპირებთ“,- აღნიშნა კახა კალაძემ. გარდა კონცერტისა, დედაენის ბაღში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღის 12 საათიდან საახალწლო ბაზრობა გაიხსნა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გლინტვეინი და ნუგბარი, ასევე, შეეძინათ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი და სუვენირი. საახალწლო ბაზრობის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ატრაქციონების პარკი. (NS)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)