18:07 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 17:02:52, 838 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო და EBRD ინვესტორთა საბჭოს აარსებენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ურთიერთაგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს მთავრობა და EBRD ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებაზე ერთობლივად იმუშავებენ.ბიზნეს ასოციაციების, ბიზნეს ომბუდსმენისა და საერთაშორისო ინვესტორების წარმომად

ახალ დაწესებულებაში თავს მოიყრიან მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, გენლები.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მისი სპეციალური ტექნიკური თანამშრომლობის ფონდებიდან და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს აქტივობებს დააფინანსებს. ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორებს გაეგზავნათ მოწვევა.

ინვესტორთა საბჭო დიალოგს წარმართავს უმაღლეს დონეზე ბიზნეს კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

ურთიერთგაგებისა და ნდობის დამყარებით, საბჭო გააძლიერებს საფუძველს ბიზნეს აქტვობების გასაფართოვებლად, ქვეყნის ეკონომიკის სასარგებლოდ. საბჭო გადადგავს პრაქტიკულ ნაბიჯებს ინვესტორთა მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.

როგორც ევრობანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ აღნიშნა, საქართველოსთვის ეს არის გადამწყვეტი ეტაპი, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების სტიმულირების პროცესში.

მისივე თქმით, ამ ინიციატივით საქართველო კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვან ნაბიჯს დგავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics