19:31 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 10:40:57, 1766 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: სახელმწიფომ და ექიმებმა მაჩალიკაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ და ექიმებმა სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოხლის გადასარჩენად  ყველაფერი გააკეთეს:

„სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დეროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა.  რა შედეგითაც არ უდნა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს“,-აღნიშნა პრემიერმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.ჯანდაცვის სამინისტრო თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშილმა დაკავებისას ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რა დროსაც მისი მისამართით გასროლა განხორციელდა. მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics