|
2018-01-10 11:09:34, 1925 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების არსებული ფორმა გადაიხედება
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებული ფორმისა და მისი ფუნქციების გადახედვა მოხდეს. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მიმართულებით, პრობლემები არსებობს. „მგონია, რომ აქ ჩვენ პრობლემები გვაქვს. ამ მიმართულებით, დაახლოებით, 28 მილიონი ლარი იხარჯება, რაც მგონია, რომ ეფექტური არ არის. პრობლემები გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც არსებობს. ამიტომ, ბატონ ილია ელოშვილს მინდა დავავალო, რომ მოხდეს ამ ინსტიტუციისა და მისი ფუნქციების ახლებურად გააზრება, რათა განვითარდეს ის, როგორც მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის ინსტიტუტი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, სისტემის არსებული ფორმის ახლებურად ჩამოყალიბება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. „რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით, ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)