11:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 17:39:55, 2160 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსის გააქტიურებას მიმდინარე თვიდან ვარაუდობს.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და სიფრთხილის მიზნით პრევენციის ზომების დაცვას ურჩევს.

"გრიპის ვირუსი A იქნება თუ B, ის ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირებული ქვეყანაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ იქნება. ველოდებით, რომ ალბათ იანვარში, როგორც ყოველთვის, როდესაც გრიპის პიკია, თანდათანობიით გრიპის ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში გაჩნდება. ამიტომ, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები რაც ტარდება ეს უნდა გავაგრძელოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

სპეციალისტების ინფორმაციით, ზოგადად გრიპის ვირუსს მაღალი ტემპერატურა და სისუსტე ახასიათებს, რაც მას გაციების ტიპის ვირუსისგან გამოარჩევს. ექიმები ურჩევენ მოსახლეობას ხშირად ხელების დაბანას, ტემპერატურის კონტროლს, სითხეების მიღებას.

რისკ ჯგუფის წარმომადგენლებს, ანუ ორსულებს, ხანდაზმულებსა და მცირეწლოვნებს, ურჩევენ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ და ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics