17:37 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 15:54:50, 1678 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: დიდი პატივია, წვლილი შევიტანო საქმეში, რასაც საქართველოსთვის მაღალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა ჰქვია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა  გიორგი მარგველაშვილს მის მიმართ გამოხატული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში წარდგენის შემდეგ განაცხადა, მისთვის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობა დიდი უდიდესი პატივია.

„მადლობა მინდა გადავუხადე პრეზიდენტს  ბატონ გიორგი მარგველაშვილს ჩემს მიმართ გამოხატული ასეთი მაღალი  ნდობისთვის.

ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი პატივი იქნება   თქვენთან ერთად და ადმინისტრაციის გუნდთან ერთად, ახლო უკვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით გავაგრძელო მუშაობა  და წვლილის შეტანა იმ უდიდეს საქმეში, რასაც ჰქვია საქართველოსთვის მაღალი საკანონმდებლო ბაზის  შექმნა, სახელმწიფო  ინსტიტუტების,  დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში.

მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ  ჩვენი თანამშრომლობა და მუშაობა  როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ  და ამ პროცესში ჩართულ ყველა სახელწიფო უწყებაში  იქნება დაფუძნებული პატივისცემის პრინციპზე. იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი.

ასევე წარმატებები მინდა ვუსურვო ჩემს წინამორბედს  ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე  ქართული მართლმსაჯულების გაჯანსაღების  საქმეში.

ბუნებრივია მედიისთვის და საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია და ხელმისაწვდომი როგორც აქამდე ვიყავი“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics