10:00 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-07 10:56:07, 2015 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაესწრო

ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაესწრო. 

საშობაო ლიტურგია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა. სადღესასწაულო წირვას ბათუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ მართლმადიდებლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ,,მინდა მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენს რეგიონს, ჩვენს ქვეყანას, სრულიად საქართველოს. სიკეთის, განვითარების, მშვიდობის და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე  ჩვენი ხალხისთვის" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

საშობაო ლიტურგიის დაწყებამდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის რეზიდენციაში იმყოფებოდა სტუმრად.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics