|
2018-01-04 17:23:40, 2301 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ პატრიარქს 85 წლის იუბილე მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს. „მინდა მივულოცო უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 85 წლის იუბილე. ქართველ ხალხს წილად გვხვდა ბედნიერება ვიყოთ მისი უწმინდესობის თანამედროვენი. შეუფასებელია მისი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე. პატრიარქის წინამძღოლობით 40 წლის მანძილზე მრავალი დაბრკოლება გადავლახეთ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, გაძლიერდა ქართველი ხალხის რწმენა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, შენარჩუნდა უნიკალური ქართული საგალობლები. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უდიდესი სიყვარულით და სითბოთი გამოირჩევა ჩვენი რეგიონის - აჭარის მიმართ, სადაც თავისი მრავალწლიანი სასულიერო ცხოვრების შვიდი წელი გაატარა. იგი აჭარას საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების კერად, განმანათლებლად მოიხსენიებს და ეს ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება. ვულოცავ ერის სულიერ მამას ღირშესანიშნავ თარიღს, ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მშვიდობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!" - აღნიშნულია მისალოც განცხადებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)