15:48 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 13:20:47, 3144 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ გოგელია: ზვიად რატიანზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი ბორდისთვის მიუღებელია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის გრიგოლ გოგელიას განცხადებით, პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტი მიუღებელია. 

მისივე შეფასებით, დაირღვა სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მუშაობდეს. ამავე დროს, გოგელია ამბობს, რომ არამართებული შინაარსის  პროდუქტი ყველა ტელევიზიამ შეიძლება გაუშვას და ასეთ შემთხვევაზე მაუწყებელს  შეუძლია, რეაგირება მოახდინოს:

„ჩვენთვის მიუღებელი იყო ეს სიუჟეტი. ვთვლით, რომ აქ ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მუშაობდეს, დაირღვა. მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის მხოლოდ ბორდის, ან მენეჯმენტის მაუწყებელი, არამართებული შინაარსის პროდუქტის გაშვებაზე (ასეთი  ყველა მაუწყებელს შეიძლება მოუვიდეს, ნებისმიერ ქვეყანაში) შესაძლებელია, რომ მაუწყებელში სპეციალურმა ინსტიტუტებმა იმსჯელოს, გააკეთოს რეაგირება და მიიღოს გადაწყვეტილება“,-ამბობს გოგელია.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლოში შსს-ს მიერ წარდგენილი  კადრები გამოითხოვა და გაასაჯაროვა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპების-სიზუსტის და პირადი ცხოვრების ხელყოფის დარღვევა დაადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics