06:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 12:34:23, 2480 ნახვა

საზოგადოება
სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას  დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ექიმის განცხადებით, მდგომარეობა არ გაუარესებულა, თუმცა არც დადებითისკენ შეცვლილა:

„საკმაოდ მძიმე ტრავმაა, იმყოფება კონტროლზე.უტარდება გამოკვლევები, შესაბამისი მკურნალობა, ჯერჯერობით დამატებითს ვერაფერს გეტყვით, რაიმე დამაიმედებლის თქმა, ჯერჯერობით ნაადრევია, შემოვიფარგლოთ იმით, რომ მდგომარეობა არის მძიმე. გაუარესება არ აღენიშნება“,-განაცხადა ექიმმა კახა ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. უფრო კონკრეტულად, სუს-ში ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის ამოქმედება სურდა, რა დროსაც მის მიმართ გასროლა მოხდა. მაჩალიკაშვილი თბილისში სამკურნალოდ გუშინ გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სპეცოპერაცია ახმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილების დაკავების მიზნით ჩატარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics