|
2017-12-29 11:28:52, 2300 ნახვა
საზოგადოება
31 დეკემბერს თბილი ამინდი იქნება, თუმცა საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი
წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, თუმცა, საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +15 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, +19 გრადუსს სითბოსა და ზოგან წვიმას ელიან 30 დეკემბერს, 31 დეკემბერს +18 გრადუსი სითბო და ასევე ზოგან წვიმაა ნავარაუდევი, 1 იანვარს ზოგან წვიმა და +15 გრადუსი სითბო იქნება. 29 დეკემბერს დედაქალაქ თბილისში +1 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 30 დეკემბერს +13 გრაუდუსი და უმეტესოდ უნალექო ამინდი იქნება, 31 დეკემბერს +16 გრადუსი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 1 იანვარს +14 გრადუსსა და ასევე მცირე წვიმას ვარაუდობენ. დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს +21 გრადუსი ფიქსირდება. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 30 დეკემბერს +21 გრადუსი იქნება, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია მცირე წვიმა. 31 დეკემბერს +18 გრადუსს სითბოსა და ზოგან წვიმას ვარაუდობენ, 1 იანვარსაც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში 31 დეკემბერს თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)