06:14 - 07 Jul, 2026
|
2017-12-28 19:42:35, 2750 ნახვა
საზოგადოება
დავით ტურაშვილი შეუძლოდ გახდა - მწერალი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სადაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე მწერლებსა და გამომცემლებს ხვდება, მწერალი დავით ტურაშვილი შეუძლოდ გახდა. ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, დამსწრეებმა პოეტ ზვიად რატიანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. ტურაშვილი, ემოციური გამოსვლის შემდეგ, შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დავით ტურაშვილს გულზე რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)