03:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 15:17:25, 1998 ნახვა

სამართალი
რუსლან ალდამოვის დედა: თავის ოჯახში საქმიანობდა, წარმოდგენა არ აქვს, რა დანაშაული ჩაიდინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პანკისსა და თბილისში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესზე, ცოტა ხნით ოჯახის წევრები შეუშვეს.

მათ პროცესი, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, უკვე დატოვეს.

ერთ-ერთი დაკავებულის, რუსლან ალდამოვის დედის, დალი ალდამოვის განცხადებით, გაკვირკვებულები არიან ბრალდებით, რომელიც რუსლან ალდამოვს წარედგინა.

დალი ალდამოვას თქმით, მის შვილს წარმოდგენა არ აქვს იმ ბრალთან დაკავშირებით, რასაც გამოძიება უყენებს.

„გაკვირვებული ვართ. რუსლან ალდამოვი თავის ოჯახში საქმიანობდა, რემონტს აკეთებდა. რას აღიარებს, რას ლაპარაკობთ? წარმოდგენა არ აქვს რაშია დამნაშავე. მხოლდო ის ვიცით, რომ კარი შემოგვიმტვრიეს და წაიყვანეს ბავშვი“, - აღნიშნა დალი ალდამოვამ.

პროკურატურა რუსლან ალდამოვის, რამაზ მარგოშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics