05:01 - 07 Jul, 2026
|
2017-12-26 11:25:11, 2184 ნახვა
საზოგადოება
კახი კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი კიდევ ერთხელ მიულოცა. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები სამ ლოკაციაზე - გლდანში, ძველ თბილისსა და ვარკეთილში გაიმართება. „ვისაც სურვილი აქვს ამ ღონისძიებებზე დასწრების, იცით, რომ როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს. ყველა ადამიანს, ვისაც კონცერტზე დასწრების სურვილი ექნება, უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იქნება. მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო. ჩვენ ერთად, აუცილებლად შევძლებთ, რომ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად ვაქციოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ 04:00 საათამდე იმუშავებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)