|
2017-12-26 11:25:17, 1840 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ამჯერად, წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უფლებამოსილების მიღების შემდეგ, თბილისის მთავრობამ ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად დაიწყო. „ჩვენ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დავიწყეთ და ბევრ ოჯახს მივეცით საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ფასად დაკანონების შესაძლებლობა. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში, კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და მათ დაკანონებას დღემდე ვერ ახერხებდნენ. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს გადაეცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ჯამში 132 ოჯახს დაუკანონდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)