|
2017-12-26 09:41:45, 1892 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ჩემი გაგებით ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს
„მე გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი, ვაკეთოთ ყველამ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა. „მე ალბათ სხვანაირად მესმის ოპოზიცია. ჩემი გაგებით, ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს – მთავრობის დადგენილება თუ განჩინება. ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას. რაც გამორჩა კეთილი, სასარგებლო ერისათვის, ქვეყნისათვის, იმის შეხსენებას უნდა ეცადოს ოპოზიცია. პატივისცემა მთავრობისა და მთავრობას უნდა ჰქონდეს პატივისცემა ოპოზიციისა. მე მომისმენია ერთ-ერთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები, მეო არ მყავს ოპოზიციაო, მაშ, როგორა ხართ მეთქი და ყველა ვაკეთებთო. მე გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი, ვაკეთოთ ყველამ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის. იდგეს ხალხის საკეთილდღეოდ. ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ერთსულოვნება სუფევდეს. ღმერთმა დალოცოს ხელისუფლება, პარლამენტი და ოპოზიცია. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნა პატრიარქმა. უწმინდესის მიმართვა Facebook-ით გავრცელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)